29-01-2025
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს, რომელზეც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი სალომე სამადაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არიან და აღნიშნავს, რომ ოთხივე ნაცმოძრაობის წიაღში აღმოცენებული ანტიქართველია.
მისივე თქმით, გასაკვირი ის არის, რომ დღეს, ფორმალურად, ოთხივე სხვადასხვა პარტიას წარმოადგენს და ქართველ ხალხს ეუბნებიან, ის თუ არ მოგწონს, მე ამირჩიეო.
„ამ ფოტოზე ოთხი, პასპორტით ქართველი, სულით და ხორცით კი ქვეყნის მოღალატე მანქურთს ხედავთ. ოთხივე ნაცმოძრაობის წიაღში აღმოცენებული ანტიქართველია. გასაკვირი კი იცით რა არის? დღეს, ფორმალურად, ოთხივე სხვადასხვა პარტიას წარმოადგენს და ქართველ ხალხს ეუბნებიან, ის თუ არ მოგწონს, მე ამირჩიეო...“ - წერს თამთა მეგრელიშვილი.