29-01-2025
საქართველოს ეროვნული ბანკი იანვრის „მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს“ აქვეყნებს.
როგორც სებ-ში აცხადებენ, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით, მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის ახალ, სცენარებზე დაფუძნებულ მიდგომას ნერგავს, რითაც უფრო გამჭვირვალეს ხდის რისკების მართვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესს. აღნიშნული ნაბიჯით ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების მორიგ ეტაპზე გადადის, სადაც ეროვნულ ბანკსა და ფინანსურ ბაზარს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კვალდაკვალ ბაზრის მონაწილეთა მოლოდინების როლი კიდევ უფრო გაიზრდება.
„მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში“ ინფლაციის, ეკონომიკური ზრდისა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის იმ პროგნოზების აღწერას გაეცნობით, რომელთაც მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება. გამოცემის მიზანი სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის დეტალური ახსნაა.
ზოგადად, სცენარებზე დაფუძნებული მიდგომა მოიაზრებს მაღალი გაურკვევლობის შედეგად წარმოქმნილი რისკების სპექტრის ანალიზსა და, მათზე საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესაძლო ტრაექტორიების კომუნიკაციას.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება
ინფლაცია
ეკონომიკური ზრდა
ცენტრალური სცენარი
თუ ცენტრალურ სცენართან შედარებით, მაღალინფლაციური ან დაბალინფლაციური რისკები მონაცემებში მეტად გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან შერბილება გახდეს საჭირო“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.