გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველს“: ბავშვი შევიდა კერძო შენობა-ნაგებობაში, ე.წ. „დოქებში“, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა, რატომ წერთ ამხელა ტყუილს, რატომ წერთ, რომ თხრილში ჩავარდა და ეს რიყის პარკში მოხდა?

29-01-2025

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით, რიყის პარკში VIII კლასის მოსწავლე ღია თხრილში ჩავარდა და გარდაიცვალა.


გვენეტაძე „ტვ პირველს“ სისხლით მოწყურებულ, ტრაგედიით მოსარგებლე ნაძირალებს უწოდებს, რადგან ისინი შემთხვევის ადგილთან დაკავშირებით სიცრუეს ავრცელებენ და შემთხვევა არა რიყის პარკში, არამედ კერძო შენობა-ნაგებობაში, ეგრეთ წოდებულ „დოქებში“ მოხდა.


„ტვ პირველი“, თქვენ სისხლს მოწყურებულო, ტრაგედიით მოსარგებლე ნაძირლებო! ბავშვი შევიდა კერძო შენობა-ნაგებობაში, კერძოდ, ეგრეთ წოდებულ „დოქებში“, სადაც მოხდა უბედური შემთხვევა. რატომ წერთ ამხელა ტყუილს, რატომ წერთ, რომ თხრილში ჩავარდა და ეს რიყის პარკში მოხდა? ღმერთის მაინც არ გეშინიათ? ვიზიარებ ოჯახის უდიდეს მწუხარებას“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.