გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„არაბეთის გაერთიანებული საამიროები ხელს აწერენ 6 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ხელშეკრულებას საქართველოში განვითარების პროექტების დასაწყებად“ - Middle East Economy

29-01-2025

არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, მისი აღმატებულება შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. კასრ ალ შატიში შეხვედრისას, მისი უმაღლესობა თბილად მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ქვეყანას და მის ხალხს შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა. ნათქვამია Middle East Economy-ის მიერ გავრცელებულ სტატიაში.


გამოცემის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის საკვანძო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს.


მედიის ცნობით, შეიხი მოჰამედი და კობახიძე საქართველოს განვითარებისთვის, ინვესტირების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელის მოწერის მოწმეები გახდნენ.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, მისმა აღმატებულება მოჰამედ ალაბარმა, Eagle Hills Abu Dhabi-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მისმა აღმატებულება ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და მისმა აღმატებულება თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გულისხმობს.