გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს 7 პირადი თანაშემწე ჰყავს

11-12-2017

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიას შრომითი ხელშეკრულებით დანიშნული 7 თანაშემწე ჰყავს. მხოლოდ თანაშემწეების ხელფასებზე ერთ წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება.

ფოთის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, საკრებულოს აპარატის სტრუქტურაში 5 განყოფილებაა გათვალისწინებული, სადაც 16 საშტატო მოხელე და 12 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურეა, აქედან, 7 საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე. 

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეები არიან: 

მაკა ჩხეტია - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;

რუსუდან კოღუა - იურიდიულ, სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის საკითხებში;

შორენა ჩოკორაია - სოციალურ საკითხებში;

ოთარ სართანია - სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხებში;

ნანული თარგამაძე - საფინანსო-საბიუჯეტო საკითხებში;

ეკატერინე ფაჩულია - გენდერული თანასწორობისა და ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის საკითხებში;

ირაკლი კიკალეიშვილი - ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში. 

თითოეულ თანაშემწეს თვეში 1 300 ლარის ოდენობით ხელფასი აქვს დანიშნული, რაც თვეში 9100 ლარსშეადგენს, ანუ საერთო ჯამში თანაშემწეების ხელფასებზე წელიწადში 109 200 ლარი დაიხარჯება. 

აღსანიშნავია, რომ ასევე 7 თანაშემწე ჰყავდა ფოთის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიასაც. თანაშემწეების რაოდენობა საკრებულოს მიერ 2017 წლის 11 სექტემბერს დამტკიცებული საშტატო ნუსხით გაიზარდა.

წყარო: reginfo.ge