გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა

30-01-2025

2025 წლის 30 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვევა.


ვიზიტის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან
როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.


მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას ასევე მიიღებს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ.