გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ირაკლი კობახიძე: ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ

30-01-2025

ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი ‎LIVE"-ში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში და მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაცია არ დამტკიცებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.


„რეალურად ხედავთ ოპოზიცია რასაც აკეთებდა - დადიოდნენ დერეფნებში და მუშაობდნენ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის დელეგაცია არ დამტკიცებულიყო. ამ შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა საბოლოო ჯამში მიღებული იქნა გადაწყვეტილება დათქმებით დელეგაციის დამტკიცების თაობაზე, რისთვისაც ისინი აქტიურად მუშაობდნენ. თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს, თუმცა რაღაც შუალედური შედეგი ამ კუთხით შეიქმნა რეზოლუციის სახით. ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს ვერ მიაღწიეს რაიმე შედეგს და ვერც მომავალში ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.