გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩვენს ხელისუფლებას არავითარი შანტაჟი არ აიძულებს, ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას

30-01-2025

არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ‎LIVE"-ში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სანქციები დაბლოკეს კონკრეტულმა ქვეყნებმა და აქედან გამომდინარე, რეალური არ არის სანქციების დაწესება.


„ეს აბსურდის თეატრი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება ამ აბსურდის თეატრს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. ჩვენ ბოლომდე, როგორც დღემდე ვიცავდით ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე განვაგრძობთ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეროვნული ინტერესების დაცვას. არავითარი შანტაჟი ჩვენს ხელისუფლებას არ აიძულებს, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.