გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს გენერალთა კლუბი მიმართვას ავრცელებს

13-11-2018

საქართველოს გენერალთა კლუბი საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობასთან დაკავშირებით, სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

 

"საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების რთულმა, მტკივნეულმა პროცესმა ბევრი ჩვენგანის მხრებზე გადაიარა და ბუნებრივია, გულგრილად ვერ შევხედავთ იმ პოლიტიკურ ბატალიებს, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, უბიძგებს ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციისა და არასტაბილურობისკენ.

 

ჩვენ, საქართველოს გენერლები, უპირველესად კი ჩვენი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცები, ყოველთვის ვცდილობდით და ვცდილობთ, ვიდგეთ არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ სახელმწიფოს მხარეს და ყველა ჩვენი ინტელექტუალური რესურსი, ძალისხმევა მოვახმაროთ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას; ქვეყნის, რომლის მშენებლობაშიც, მოკრძალებული წვლილი, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს შეტანილი.

 

დღეს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, უკვე დიდი ხანია გასცდა პოლიტიკურ ძალთა შორის ცივილურ დაპირისპირებას, რაც თითოეული ჩვენგანის საფუძვლიან შეშფოთებას იწვევს. იკვეთება რეალობა, როცა ქვეყანა, შეიძლება, დადგეს უმართავი პროცესების წინაშე, რასაც ჩვენ, ვეტერანი ჯარისკაცები, რომლებმაც საკუთარ ზურგზე გამოვცადეთ არაეროვნული, ფსევდოპატრიოტული, წინა ხელისუფლების დესტრუქციული ქმედებები, ვერ დავუშვებთ!

 

ქვეყნისთვის არც თუ მარტივ სიტუაციაში, მივმართავთ საზოგადოებას,  გულდასმით გაიაზრონ, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე; არ აყვნენ ჩვენთვის, ყველასთვის ნაცნობ დესტრუქციულ ძალებს, რომელთათვისაც სამშობლო საკუთარი მიზნების განხორციელების არეალს წარმოადგენს და სხვა პრინციპები არ გააჩნიათ! ეს დესტრუქციული ძალები, თვითონ იყვნენ ყოველთვის უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელნი; მათთვის, სამშობლო ფასეულობას არასოდეს წარმოადგენდა და ჩვენი ქვეყნისთვის ფასადური, ვითომ აღმშენებლობის, ხალხის შეურაცხყოფის, წამების, ადამიანის ფუნდამენტური უფლებისა და თავისუფლების გათელვის გარდა, არაფერი გაუკეთებიათ.

 

ჩვენს სამშობლოს, თავისი არსებობის მანძილზე და უახლეს ისტორიაში, არა ერთხელ გადაუტანია ავბედითი ჟამი და დღეს, ერთად დგომით, გააზრებული ნაბიჯებით, გვჯერა, დღევანდელ ხელისუფლებასთან ერთად, რეალურად გადავლახავთ არსებულ სიძნელეებს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის!" - ნათქვამია საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადებაში.