გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Reuters: ყოფილ ამერიკელ სენატორს ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

30-01-2025

ყოფილ ამერიკელ სენატორს ქრთამის აღებისა და უცხოური აგენტობის გამო 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.


ყოფილი ამერიკელი სენატორი, ბობ მენენდესი, რომელიც აშშ-ის სენატში ნიუ-ჯერსის შტატს 18 წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა და აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა, გასული წლის ივლისში სასამართლომ 16-ვე ბრალდებაში, მათ შორის, კორუფციისა და თაღლითობის საქმეში დამნაშავედ ცნო.


პროკურორების განცხადებით, ბობ მენენდესი ქრთამის აღების სანაცვლოდ ეგვიპტისთვის მილიონობით დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას უზრუნველყოფდა.


ბობ მენენდესი პირველი ამერიკელი სენატორია, რომელიც უცხოურ აგენტად მოქმედებისთვისაც გაასამართლეს.