გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბაია პატარაია: არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი, მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს

30-01-2025

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისათვის დაკავებულ მზია ამაღლობელზე ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი და მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს.


„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არანაირ შეცდომას არ ჰქონია ადგილი. მზია ამაღლობელმა სილა გააწნა რეჟიმს. რეჟიმს, რომელიც არის სასტიკი, რომელიც დგას ადამიანების სისხლზე, ძალადობაზე და ის იმსახურებს სილას, ის იმსახურებს გასამართლებას, ის იმსახურებს დამხობას და ცეცხლს. ოლიგარქია იმსახურებს ცეცხლს“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.