გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

FT: ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ

30-01-2025

ევროკავშირში გაზსადენებით მიწოდებული რუსული ბუნებრივი აირის იმპორტის აღდგენაზე მსჯელობენ. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

ევროპელი ჩინოსნები რუსული გაზის შესყიდვის აღდგენას უკრაინაში ომის დასრულების სამშვიდობო პროცესს უკავშირებენ.


გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი ევროპაში ენერგომატარებლებზე არსებულ მაღალ ფასებს შეამცირებს და, შესაძლოა, ასევე გახდეს კიდევ ერთი პირობა იმისა, რომ მოსკოვი მოლაპარაკებების დაწყებას დათანხმდეს.


The Financial Times-ის ცნობით, რუსული გაზის იმპორტის აღდგენას ბრიუსელში მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ისინი, ვინც რამდენიმე წელი რუსულ ენერგომატარებლებზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებაზე მუშაობდნენ.