გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

30-01-2025

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო", დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კანონდარღვევით შემოტანის 2 ფაქტი აღიკვეთა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, დეტალური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა:


1005,88 გრამი) გამოვლინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეებს აღნიშნული ოქროს ნაკეთობები მალულად ჰქონდათ განთავსებული.


საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 127 597,49 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.