გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მაკა ბოჭორიშვილი: სომხეთთან, როგორც ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები არის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის

30-01-2025

მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არარატ მირზოიანთან გამართულ შეხვედრაზე საერთო გამოწვევები, ინტერესები და თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს.


„სომხეთთან, როგორც ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები არის ნამდვილად ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. შარშან, ის თანამშრომლობა და მეგობრობა, რაც აკავშირებს ორ ქვეყანას და ორ ხალხს, მოექცა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ამ ფარგლებში ვაგრძელებთ ჩვენ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. დღეს შედგა ჩემი პირველი ვიზიტი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში და შეხვედრა ჩემს კოლეგასთან. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან ბევრი მიმართულებით საერთო გამოწვევებზე, საერთო ინტერესებზე და თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ასევე შედგა ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-14 სხდომა. ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც ორ ქვეყანას აქვს შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე, პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ ამ სხდომას, განიხილონ ის საკითხები, რაც უკავშირდება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ეს მოიცავს ბევრ სფეროში თანამშრომლობას და სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენი ინტერესი არის საერთო. ჩვენ გვსურს, რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ ვაჟღერებთ საქართველოს ინტერესს, სურვილს და მზაობას იმისთვის, რომ შევთავაზოთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს დახმარების ხელი, თუკი ეს საჭირო იქნება იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს სამშვიდობო შეთანხმება და ჩვენს რეგიონში დასადგურდეს უფრო მეტი სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს მეტი რეგიონული პროექტის განვითარებას, განხორციელებას და ჩვენი რეგიონის პოტენციალის უკეთ გამოყენებას",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.