გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი: კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები და საგარეო საქმეთა მინისტრები დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ; მათი ჩარევა წინასაარჩევნო შეკრებებში მიუღებელია

31-01-2025

ჩვენი მოქმედებები არის გააზრებული, რაციონალური და გრძელვადიანი. კონკრეტული ევროპარლამენტარები, ცალკეული ბიუროკრატები, ცალკეული საგარეო საქმეთა მინისტრები  დემოკრატიულ პრინციპებს არღვევენ. მათი ჩარევა წინა საარჩევნო შეკრებებში არის მიუღებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით საიდან არის ეს პროცესები ინსპირირებული  და ვინ დგას ამის უკან, სწორედ ამიტომ შეგვიძლია წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ რეალპოლიტიკა და ობიექტურობა დაბრუნდება,  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.


პრეზიდენტმა მოქალაქეთა უკმაყოფილებისა და საპროტესტო აქციების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მმართველი გუნდი მზად არის ევროკავშირთან განაახლონ მოლაპარაკებები, როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მაგრამ მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ.


„რა თქმა უნდა გვაქვს ეს რეალობა თბილისში. თუმცა ჩვენი რაციონალური ნაბიჯების გარეშე კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იქნებოდა, ჩვენ ომი ავიცილეთ. ჩვენ შევაჩერეთ ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რადგან არ გვინდოდა ბრიუსელის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, რადგან ეს მოთხოვნები მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს. როდესაც კონკრეტული, საქმიანი საკითხები წამოიჭრება, მზად ვართ მოლაპარაკებები კვლავ განვაახლოთ. ამიტომაც ვთქვი, რომ ხელოვნურია, მათ უნდათ საპროტესტო აქციების მეშვეობით რევოლუციური პროცესები გამოიწვიონ“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.