გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: ოცნებამ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთან გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% მხარს უჭერს ევროინტეგრაციას; ოცნება რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?!

31-01-2025

„ქართულმა ოცნებამ“ მეცხრედ მოიგო არჩევნები, ამასთანავე სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. „ქართული ოცნება“ რომ რუსული მთავრობა იყოს და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ მოქმედებდეს, როგორ იქნებოდა ეს ორი მოცემულობა თანხვედრაში?! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საპროტესტო აქციების მონაწილეები არ წარმოადგენენ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას.


მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათი აზრიც უნდა იქნას გათვალისწინებული, თუმცა გაუგებარია რას აპროტესტებენ ისინი.


„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქვს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების სრული გაგება. ის ვინც ქუჩაში გადის უმრავლესობას არ წარმოადგენს. გასაგებია, რომ ჩვენ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ისმის კითხვა, რას აპროტესტებენ ისინი? რატომ ახალი არჩევნები? არჩევნები უკვე ჩატარდა. თუ ახალი არჩევნები ჩატარდება და ეს პარტიები ისევ ვერ მოიგებენ, რა იქნება მაშინ?“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან და ეს იძლევა აშშ-სთან ახალი დასაწყისის იმედს.


„ტრამპი და მისი გუნდი ხშირად ამბობს, რომ მშვიდობა პრიორიტეტია. ასევე ღირებულებები, რომელსაც საქართველო იცავს, მაგალითად ტრადიციების დაცვა, თანხვედრაშია ტრამპის ღირებულებებთან. ეს გვაძლევს ჩვენ ახალი დასაწყისის იმედს. დაახლოებით იგივე მოხდება ევროპის შემთხვევაშიც. ყველა ქვეყანამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.