გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ყაველაშვილი: როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო

31-01-2025

ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ევროპა, რომ საქართველო მისი ნაწილი იყოს.
ყაველაშვილის განცხადებით, ქართველებმა არ უნდა დათმონ საკუთარი განსხვავებულობა და არ უნდა იყვნენ მხოლოდ ევროპელები.
„ეს ეხება ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ენას და ჩვენს ქრისტიანულ რწმენას. ქართველი არსებობას და რწმენას ერთმანეთს უკავშირებს. ენის და რელიგიის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა. ჩვენ არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, თუმცა მრავალფეროვნება არის ჩვენი განაცხადი. ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი განსხვავებულობა და არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ევროპელები,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.