გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ ყაველაშვილი: როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ, ისე რომ არ ხდება გააზრება, ადამიანს როგორც მტერს ისე მოიხსენიებენ

31-01-2025

საქართველოში შვეიცარიის ყოფილმა ელჩმაც პრორუსი და ანტიდასავლელი პოლიტიკოსი მიწოდა. ეს ტერმინი საქართველოში მტკივნეულად აღიქმება, რადგან ჩვენს მეზობელს ჩვენი ტერიტორიების ნაწილი აქვს დაკავებული. როცა ვინმეს განსხვავებული მოსაზრება აქვს და სიმართლეს ამბობს, ავტომატურად პრორუსს უწოდებენ, ისე რომ არ ხდება გააზრება, ადამიანს როგორც მტერს ისე მოიხსენიებენ. მსგავსი კლიშეები წარსულს უნდა ჩაბარდეს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-თან ინტერვიუში განაცხადა.
ყაველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების სურვილია, რომ მშვიდობის პოლიტიკა რუსეთისთვისაც გასაგები გახდეს და საქართველო გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით ერთგვარი ხიდი იყოს.
„რუსეთმა დაიკავა საქართველოს ტერიტორიები, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მხოლოდ სავაჭრო. ჩვენთვის ცენტრალური ადგილი უჭირავს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. ეს პრინციპი მოქმედებს ყველასთან მიმართებაში. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ აფხაზები და ოსები, ჩვენი დები და ძმები, რომლებიც ასწლეულების მანძილზე ჩვენთან თანაცხოვრობდნენ. მე ვფიქრობ ეს ოკუპაცია მხოლოდ დროებითია, ჩვენ იმედი გვაქვს რო შევძლებთ თანაცხოვრებას ერთიან, განვითარებულ საქართველოში. ეს მშვიდობის პოლიტიკა გვინდა რუსეთისთვისაც გასაგები გავხადოთ. ჩვენ არ გვინდა არა მხოლოდ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ველად ვიქცეთ, არამედ გვინდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის დამსახურებით ერთგვარი ხიდი ვიყოთ,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.