გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თამთა მეგრელიშვილი: ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებული ინფორმაციით დადასტურდა წყაროების სია და სქემა თუ როგორ ფინანსდება რადიკალური აქციები, რომელსაც ოპოზიცია თვითორგანიზებული ხალხის პროტესტად ასაღებდა

31-01-2025

ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებული ინფორმაციით დადასტურდა წყაროების სია და სქემა თუ როგორ ფინანსდება რადიკალური აქციები, რომელსაც ოპოზიცია თვითორგანიზებული ხალხის პროტესტად ასაღებდა“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი USAID-ის მიერ 3 პროგრამისთვის 30 მილიონი დოლარის გამოყოფაზე, რომელთა სამიზნე ჯგუფები ნათელია, ხოლო მიზნობრიობა კითხვის ნიშნებს იწვევს.


მეგრელიშვილის თქმით, USAID-ი დუმილი სინამდვილეში ყველაზე დიდი ხმაურია, რადგან ადასტურებს გამჭვირვალობის აუცილებლობას და მმართველი გუნდის განცხადებას, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ფული არა გაცხადებული მიზნისთვის, არამედ პოლიტიკური აქტივობისთვის იხარჯებოდა.


„ამერიკელი ჰაკერების გამჟღავნებული ინფორმაციით დადასტურდა წყაროების სია და სქემა თუ როგორ ფინანსდება რადიკალური აქციები რომელსაც ოპოზიცია თვითორგანიზებული ხალხის პროტესტად ასაღებდა. კერძოდ 30 მილიონი დოლარი გამოიყო 3 პროგრამისთვის რომელთა სამიზნე ჯგუფები ნათელია ხოლო მიზნობრიობა კითხვის ნიშნებს იწვევს და მათ შესახებ ინფორმაცია მათივე ვებგვერდზეც არ იძებნება. ამერიკელი ჰაკერების მიერ გამჟღავნებული ინფორმაციის შესახებ USAID-ი დუმს რაც კიდევ ერთხელ მყარი არგუმენტია იმისა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აუცილებელი და მყარი სამართლებრივი ბერკეტია ამ და მსგავსი რისკების წინააღმდეგ რომელიც დღის წესრიგში დგას. ჰაკერების მიერ გამჟღავნებულ ინფორმაციაზე USAID-ი დუმილი სინამდვილეში ყველაზე დიდი ხმაურია, რადგან ადასტურებს გამჭვირვალობის აუცილებლობას და მმართველი გუნდის განცხადებას, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით ფული არა გაცხადებული მიზნისთვის, არამედ პოლიტიკური აქტივობისთვის იხარჯებოდა“, - წერს მეგრელიშვილი.