გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

FBI-ს დირექტორობის კანდიდატი: ნებისმიერი პირი, ვინც სამართალდამცველის წინააღმდეგ ჩაიდენს ძალადობის აქტს, უნდა გამოვიძიოთ, გავასამართლოთ და ციხეში ჩავსვათ

31-01-2025

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის თანამდებობაზე წარდგენილმა კეშ პატელმა კონგრესის სენატში მოსმენის დროს განაცხადა, რომ სამართალდამცველების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობა ვერასდროს იქნება მისაღები.


„მე ყოველთვის პატივს ვცემდი და პატივს ვცემ სამართალდამცველებს. 6 იანვრის ფაქტთან დაკავშირებით, მე ხშირად, არაერთხელ, საჯაროდ თუ პირად საუბრებშიც ვთქვი, რომ არასოდეს არ უნდა იყოს შემწყნარებლობა სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობაზე. ნებისმიერი პირი, ვინც სამართალდამცველის წინააღმდეგ ჩაიდენს ძალადობის აქტს, უნდა გამოვიძიოთ, გავასამართლოთ და ციხეში ჩავსვათ“, - თქვა პატელმა.


მან აგრეთვე დასძინა, რომ იგივე პოზიცია ჰქონდა, როცა 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმი მოხდა, რა დროსაც იქ მობილიზებულ სამართალდამცველებზე თავდასხმა განხორციელდა.


„ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მდგომარეობს ჩვენი კანონებისა და ცხოვრების წესის დაცვაში გამონაკლისის გარეშე“, - აღნიშნა პატელმა.