გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

მეწყრისგან დაზარალებულ ორ ოჯახს ხელვაჩაურის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს

11-12-2017

მიმდინარე წლის 08 დეკემბერს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად  დაზარალებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ოჯახს მერია დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს. გეოლოგიური დასკვნების თანახმად, სოფელ წინსვლაში კვირიკაძეებისა და თხილნარში დუმბაძეების საცხოვრებელ სახლში ცხოვრება საფრთხის შემცვლელია.

უამინდობის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 16 მეწყრული კერა დაფიქსირდა. უქმეებზე ადგილზე გეოლოგები და მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის მუდმივმოქმედი შტაბის წევრები მუშაობდნენ.