გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზაალ ანჯაფარიძე აქციის მონაწილეების მიერ ავტომაგისტრალის ბლოკირების გეგმაზე: ეს ხდება მათი დონორების პირდაპირი დირექტივით, ან მათთან შეთანხმებით. აქციების გაფართოება და რადიკალიზაცია ხომ მათ ინტერესებშია

2-02-2025

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „დამფინანსებელი პასუხს აგებს მისგან დაფინანსებული ორგანიზაციის მიერ კანონის დაცვაზე, ავტომაგისტრალის ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია“.


როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, დონორები და აქციის ორგანიზატორები ხელიხელჩაკიდებული მოქმედებენ, რომ როგორმე საქართველოში ხელისუფლება შეცვალონ.


„ბოლო დღეებში არა მხოლოდ "პუბლიკა," არამედ სხვა ოპოზიციური მედიაც აქტიურად აქვეყნებს აქციების თარიღებს, დროს და ადგილმდებარეობას, რასაც ადრე არ აკეთებდნენ. ამ მხრივ მათი მიზანმიმართული გააქტიურება რამდენიმე ვარაუდის საფუძველს იძლევა:

1. ეს ხდება მათი დონორების პირდაპირი დირექტივით, ან მათთან შეთანხმებით. აქციების გაფართოება და რადიკალიზაცია ხომ მათ ინტერესებშია. აგერ ლორა თორტონი დაუღალავად ამარაგებს იქიდან იდეებით

2. აქციის ორგანიზატორებთან კოორდინაციით, რომ მეტი ხალხი მივიდეს, რადგანაც კლების ტენდენცია ბოლო დროს აშკარაა და შესაბამისად ახალი საწვავი სჭირდებათ

3. პირველი ორის კომბინაცია. დღეს ყველა ხვდება, რომ ეს აქტორები ხელიხელჩაკიდებული მოქმედებენ, რომ როგორმე აქ ხელისუფლება შეცვალონ“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.