გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გამსახურდია - 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს საქართველოს პატრიოტებს, დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ

2-02-2025

გიორგი გამსახურდია X-ზე 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარ მოვლენებს იხსენებს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.


გამსახურდია აღნიშნავს, რომ 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს ზვიადის მომხრეებს და დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება.


„დღეს მძიმე დღეა, 33 წლის წინ, დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა, ასევე მოქმედმა წევრებმა, სისხლიანი კალო დაუტრიალეს, საქართველოს პატრიოტებს, ზვიადის მომხრეებს. დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ. მაგრამ, ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება, სხვა არაფრად.”- წერს გიორგი გამსახურდია.