გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ მასთან შეთანხმებას

3-02-2025

მზარ ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედის კვირაში" განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გენერალურ მდივანთან კონკრეტულ საკითხებზეც შედგა შეთანხმება.


"საპარლამენტო ასამბლეას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით, ბუნებრივია, ევროსაბჭოს წევრად. მზად ვართ, აბსოლუტურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსთან, მათ შორის, გენერალურ მდივანთან, რომელიც საქართველოში იყო ჩამოსული და კონკრეტულ საკითხებზეც მივაღწიეთ შეთანხმებას მასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოსთან განვაგრძობთ თანამშრომლობას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.