გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მამუკა მდინარაძე: ნაცჟურნალისტები პარლამენტში არ დადიან ვითომ იმიტომ, რომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. პარტიაში რატომ არ დადიან ჩვენს ბრიფინგებზე? იმიტომ, რომ მერე იძულებულები არიან, რომ ჩვენი ნალაპარაკები რაღაც ხარისხით გაუშვან

3-02-2025

ნაცჟურნალისტები პარლამენტში არ დადიან ვითომ იმიტომ, რომ ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. პარტიაში რატომ არ დადიან ჩვენს ბრიფინგებზე? იმიტომ, რომ მერე იძულებულები არიან, რომ ჩვენი ნალაპარაკები რაღაც ხარისხით გაუშვან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.


მისი თქმით, ნაცმედია ცდილობს „ფეიკებით“ კვებოს ის მცირე ჯგუფი მოქალაქეებისა, რომელიც შემდეგ გარედან დაფინანსებულ და მართულ აქციაზე დადის.


„საერთოდ აღარ დადიან, ვეღარ დადიან. ნაცტელევიზია პარტიაში, რომ არ დადის, პარტიაც არალეგიტიმური ხომ არ არის? პარლამენტში, რომ არ მოდის და მარტო თვითონ, რომ სჭირდება მაშინ დადის, მაშინ ლეგიტიმაციაზე რა ხდება? იმდენად ფეიკებზე გადავიდნენ, რომ უბრალოდ იტყუებიან. როცა „ნიუსპოვოდი“ არ აქვთ ხოლმე მათივე ტერმინებით, რომ ვთქვა, რაღაცას დაამახინჯებენ და ასე ატყუებდნენ საზოგადოებას. ახლა საერთოდ ამბებს იგონებენ, შემდეგ ამ მოგონილ ამბავზე თავს იბრაზებენ და შემდეგ ამ ამბებზე სიუჟეტებს აკეთებენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.