გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მაკა ბოჭორიშვილი კატარის სახელმწიფოს ელჩს შეხვდა

3-02-2025

2025 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის ძირითად ასპექტებზე, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკასა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.


გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ ამ კუთხით კატარის სახელმწიფო მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ავიაკომპანია „კატარის ავიახაზების" წარმატებული ოპერირება საქართველოში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებისთვის.