გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ნიკოლოზ მეტრეველი: თუ მცდარია ხელისუფლების განცხადებები ამერიკის საელჩოს მიმართ, მაშინ ძვირფასო ელჩო, დაგმეთ რადიკალური ოპოზიციის მავნებლური საქმიანობა - არა მგონია, ამერიკაში მაგისტრალების გადაკეტვა კანონით არ ისჯებოდეს

3-02-2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს „სრულიად მცდარს“ უწოდებენ.


მეტრეველის თქმით, თუ ხელისუფლების განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ ელჩმა დანიგანმა ეს საქმით უნდა დაამტკიცოს და დაგმოს ოპოზიციის რადიკალური ქმედებები.


„ხოდა, თუ მცდარია ხელისუფლების განცხადებები ამერიკის საელჩოს მიმართ, მაშინ ძვირფასო ელჩო საქმით დაანახეთ ქართველ ხალხს და დაგმეთ რადიკალური ოპოზიციის მავნებლური საქმიანობა! არა მგონია, ამერიკაში მაგისტრალების გადაკეტვა კანონით არ ისჯებოდეს“, - აღნიშნავს ნიკოლოზ მეტრეველი.


დღევანდელ ბრიფინგზე, მამუკა მდინარაძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ „აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის, ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ“.