გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს შეუერთდა

14-11-2018

ქალაქ გორის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე შეუერთდა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს. ამის შესახებ პაპუნა კობერიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას დაბრუნების შანსი მიეცა, სახლში ვერ დარჩება:

,,თქვენ კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი, მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს. როცა ასეთი არჩევანის წინაშე ხარ, რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო" - განაცხადა პაპუნა კობერიძემ.

პაპუნა კობერიძე ,,ეროვნული ფორუმის" გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერია. ის 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ,,შენების მოძრაობიდან" იყრიდა კენჭს. საკრებულოში ამ პარტიიდან მხოლოდ ერთი წევრი, ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი მოხვდა. პაპუნა კობერიძე სიის მეორე ნომერი იყო. ,,შენების მოძრაობის" წევრების ცნობით, კონსულტაციები იმის თაობაზე, რომ ბადრი ნანეტაშვილს ადგილი დაეთმო პაპუნა კობერიძისთვის, უშედეგოდ დასრულდა.


qartli.ge