გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

მაკა ბოჭორიშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

4-02-2025

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში.


„ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთის საკოორდინაციო საბჭო მალე შეუდგება მუშაობას, რაც გააძლიერებს და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს პარტნიორობას ორ ქვეყანას შორის.


ხაზი გაესვა საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გაგრძელებას მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის ბიზნესკავშირების გაძლიერების შესაძლებლობებს.


მხარეები შეთანხმდნენ, გააგრძელონ აქტიური მუშაობა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.