გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ნანა კაკაბაძე: აღმოჩნდა, მართალი ყოფილა ხელისუფლება, რომელიც ლიბერალ-ფაშისტურმა ხროვამ ჯვარს აცვა იმის გამო, რომ კანონით მოითხოვა USAID-ის, NED-ის და სხვა დასავლური ფონდების მიერ გაცემული გრანტების ინფორმაციების გასაჯაროება

4-02-2025

„დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ღვთის რისხვად მოევლინენ ფაშისტ ლიბერალებს. ნელ-ნელა იბზარება და უკვე ჩამოშლის პირასაა ამ უკანასკნელთა მიერ წლების მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები, ფსევდოლიბერალური, ბიბლიის დონემდე აყვანილი ხელშეუხებელი პრინციპები, ლოზუნგები და მესიჯბოქსები, რომლებშიც ეჭვის შეტანასაც კი დიდ მკრეხელობად, უვიცობად და ჩამორჩენილობად წარმოსახავდნენ“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.


ნანა კაკაბაძის თქმით, აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მთელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ლიბერალ-ფაშისტურმა ხროვამ ლამის ჯვარს აცვა იმის გამო, რომ კანონით მოითხოვა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებების დაცვა, ხოლო მეორე კანონით - საკრალურად მიჩნეული USAID-ის, NED-ის და სხვა დასავლური ფონდების მიერ გაცემული გრანტების ინფორმაციების გასაჯაროება.


მისივე თქმით, ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლებას, ამ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანად ჩაუთვალეს და ორკესტრირებულად გაილაშქრეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაზე.


როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში ისე აქტიურად ჩაებნენ აშშ-ს და სხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში, რომ ქართველ რადიკალ ოპოზიციონერებსაც გადაასწრეს თავისი ცინიზმით და ქედმაღლური დამოკიდებულებით. დღეს კი არათუ გაყუჩდნენ და გაჩუმდნენ ქართველი „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ რადიკალები, ასევე მათი უცხოელი პატრონები, არამედ პატარა ფინიებივით უკანა ფეხებზე შედგნენ აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე და ერთ მსუბუქ შეყეფვასაც ვერ უბედავენ მათი კერპების მსხვრევით დაკავებულ ტრამპს და მის გარემოცვას.


„რადიკალი შეშლილები“ და საქართველო დონალდ ტრამპი და ილონ მასკი ღვთის რისხვად მოევლინენ ფაშისტ ლიბერალებს. ნელ-ნელა იბზარება და უკვე ჩამოშლის პირასაა ამ უკანასკნელთა მიერ წლების მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები, ფსევდოლიბერალური, ბიბლიის დონემდე აყვანილი ხელშეუხებელი პრინციპები, ლოზუნგები და მესიჯ-ბოქსები, რომლებშიც ეჭვის შეტანასაც კი დიდ მკრეხელობად, უვიცობად და ჩამორჩენილობად წარმოსახავდნენ. ჯერ კიდევ 2 კვირის წინ შეუძლებელი იყო კითხვის ნიშნების დასმა და მით უმეტეს, იმის უარყოფა, რომ არსებობს მრავალი გენდერი, საშუალო სქესი, რომ ბავშვმა თვითონ უნდა აირჩიოს საკუთარი სქესი, რომ დედა და მამის ნაცვლად არსებობს მშობელი 1 და მშობელი 2, რომ აშშ-ს მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მხოლოდ სიკეთეს, სიმართლეს და დემოკრატიას ემსახურებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი და მსოფლიოს გადამრჩენელი რაინდია და ა. შ.


დღეს კი ამერიკელი ხალხის მიერ არჩეული და ამ ხალხის პოზიციების გამხმოვანებელი პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ USAID-ს „რადიკალი შეშლილები“ ხელმძღვანელობდნენ, ხოლო NED-ი თაღლითების და კორუფციის ბუდე ყოფილა. უცებ აღმოჩნდა, რომ თურმე ზელენსკი ჩვეულებრივი სარფიანი და ნიჭიერი ვაჭარია, რომელსაც სხვა ქვეყნებისთვის მილიარდობით დოლარის გამოძალვის საოცარი უნარი გააჩნია, რომ მისი წყალობით უკრაინა ნადგურდება, ხოლო თაღლითი და ნაძირალაა ის, ვინც უკრაინელებს არწმუნებდა, რომ რუსეთს არა მხოლოდ ომს მოუგებდნენ, არამედ როგორც სახელმწიფოს, რუსეთს დაშლიდნენ და მთლიანად გაანადგურებდნენ. ასევე უცებ აღმოჩნდა, რომ მართალი ყოფილა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მთელმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ლიბერალ-ფაშისტურმა ხროვამ ლამის ჯვარს აცვა იმის გამო, რომ კანონით მოითხოვა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებების დაცვა, ხოლო მეორე კანონით - საკრალურად მიჩნეული USAID-ის, NED-ის და სხვა დასავლური ფონდების მიერ გაცემული გრანტების ინფორმაციების გასაჯაროება. ეს ყოველივე საქართველოს ხელისუფლებას, ამ ორგანიზაციების კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანად ჩაუთვალეს და ორკესტრირებულად გაილაშქრეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაზე. ამ ყველაფრის გამო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში ისე აქტიურად ჩაებნენ აშშ-ს და სხვა ქვეყნების საელჩოები საქართველოში, რომ ქართველ რადიკალ-ოპოზიციონერებსაც გადაასწრეს თავისი ცინიზმით და ქედმაღლური დამოკიდებულებით.


დღეს კი არათუ გაყუჩდნენ და გაჩუმდნენ ქართველი „თავისუფლებისთვის მებრძოლი“ რადიკალები, ასევე მათი უცხოელი პატრონები, არამედ პატარა ფინიებივით უკანა ფეხებზე შედგნენ აშშ-ს პრეზიდენტის წინაშე და ერთ მსუბუქ შეყეფვასაც ვერ უბედავენ მათი კერპების მსხვრევით დაკავებულ ტრამპს და მის გარემოცვას. ასე გაიშიფრნენ „პატრიოტობას თავშეფარებული“ ეს ნაძირალები და გამოჩნდა, რომ ისინი „თავისუფლებისთვის“ კი არა, „ფულისუფლებისთვის“ მებრძოლები ყოფილან. მათ წინ კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი ელით მანამ, სანამ დარწმუნდებიან, რომ დემოკრატია სწორედ უმრავლესობის ხელისუფლებაა და რაც უნდა დატრეინინგებული მეთოდებით ეცადონ უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩინებას, აღქმებით, ემოციებზე თამაშით და ტყუილებით, მათ არც ხელისუფლებაში მოუშვებს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა და არც ქვეყანას დაანგრევინებს“, - წერს ნანა კაკაბაძე.