გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ნინო წილოსანი: ილონ მასკი აზიარებს ყოფილი კონგრესმენის, რონ პოლის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ სწორედ USAID-ის თანხები იხარჯება ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე

4-02-2025

ილონ მასკი აზიარებს რონ პოლის, ყოფილი კონგრესმენის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ USAID-ი არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი, რითაც ის ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.


როგორც წილოსანი აღნიშნავს, მასკის მიერ გაზიარებულ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ სწორედ USAID-ის თანხები იხარჯება სხვადასხვა ქვეყანაში არასამთავრობო სექტორის დახმარებით ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებასა და ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე, ამ კონტექსტში კი ნახსენებია როგორც საქართველო, ისე უკრაინა.


„ილონ მასკი აზიარებს რონ პოლის, ყოფილი კონგრესმენის ვიდეოს, სადაც ის საუბრობს, რომ USAID არის ამერიკის მთავრობის საკვანძო კომპონენტი, რითაც ის ოპერირებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და რომ სწორედ ამ ორგანიზაციის თანხები იხარჯება სხვა ქვეყანაში ჩრდილოვანი მთავრობების ფორმირებაზე NGO სექტორის სახით და ამასთანავე, ლეგიტიმურად არჩეული მთავრობების შეცვლაზე.


„უკრაინიდან დაწყებული საქართველოთი გაგრძელებული USAID ერევა უცხო ქვეყნების საშინაო პოლიტიკასა და საქმეებში“ - ეს არის ზუსტი ციტატა ვიდეოდან, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს და ამბობს, რომ ძალიან საინტერესო იყო ამის გაგება“, - წერს ნინო წილოსანი.