გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

Travel Vibes: მუმბაის ტურისტულ გამოფენაზე შევხვდით საქართველოთი დაინტერესებულ ძალიან ბევრ ბიზნეს პარტნიორს

4-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა.


საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურისტული კომპანია Travel Vibes-ის წარმომადგენელი მარიამ როჭიკაშვილი.


„OTM მუმბაი ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენაა საქართველოს შემომყვანი ტურიზმის განვითარებისთვის და ძალიან გვიხარია კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ მონაწილეობა მივიღეთ. მუმბაის ტურისტულ გამოფენაზე შევხვდით საქართველოთი დაინტერესებულ ძალიან ბევრ ბიზნეს პარტნიორს, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს. იმედია ეს გამოიღებს შედეგს, როგორც ჩვენი ბიზნესისთვის, ასევე საქართველოს ტურიზმის პოტენციალის განვითარებისთვის“, - განაცხადა მარიამ როჭიკაშვილმა.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.


ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.