გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მესამე კვარტალში საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია

14-11-2018

მიმდინარე წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.


საქსტატის ინფორმაციით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი - 41.2 პროცენტი განხორციელდა 31-50 წლის ასაკობრივი ჯგუფის მოგზაურების მიერ.


აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.6 მილიონი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2 პროცენტით არის გაზრდილი.


2018 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 12.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


საერთაშორისო ვიზიტორების 69.4 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.


2018 წლის III კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 495.3 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 22.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 20.1 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (22 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 1.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.