გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმში მონაწილეობს

4-02-2025

3-4 თებერვალს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, დაზვერვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო ფორუმი იმართება, რომელსაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე ესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ფორუმზე განსახილველი საკითხებია: ტექნოლოგიები, ციფრული ვალუტა, კიბერუსაფრთხოება, უცხოური ინვესტიციები, ნახევარგამტარები, ხელოვნური ინტელექტი, ახალი თაობის ტელეკომუნიკაციები, ფინანსური ქსელები, სტრატეგიული მინერალები, საზღვაო კაბელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მათთან დაკავშირებული საფრთხეები.


თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ფორუმში ღონისძიების დირექტორის და ორგანიზატორის, აშშ-ის ყოფილი კონგრესმენის, რობერტ პიტინჯერის და ფილიპინების პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მარტინ რომუალდეზის მიწვევით მონაწილეობს.


საპარლამენტო ღონისძიების პარალელურად დაგეგმილია შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ფორუმი, ყოველწლიურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას პარლამენტარები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.