გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Wyndham Grand Tbilisi: 2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება

4-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, ტურისტულ გამოფენაში 45-მდე კერძო კომპანიასთან ერთად მიიღო მონაწილეობა.


OTM-2025-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე შესახებ საუბრობს Wyndham Grand Tbilisi-ის წარმომადგენელი მაკა მანდარია.


„ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გამოფენა წარმატებული იქნება და დიდი იმედი გვაქვს ამ ტურისტული ბაზრის, ინდოეთიდან გვაქვს პირდაპირი ფრენა, კერძოდ დელიდან და ვფიქრობ 2025 წლისთვის ინდოელი მოგზაურების რაოდენობა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვნად განაპირებებს ჩვენი სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის მაჩვენებლის ზრდას. ეს გამოფენა წარმატებულია, შეხვედრები საკმაოდ საინტერესო იყო. სამომავლოდ კიდევ თუ გაგრძელდება ინდოეთის გამოფენები ძალიან საინტერესო იქნება, როგორც სასტუმროებისთვის, ასევე ტურისტული სააგენტოებისთვის და ქვეყნისთვის რა თქმა უნდა“,-განაცხადა მაკა მანდარიამ.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.


ინფორმაციას საქართველოს ტუყრიზმის ეროცნული ადმინისტრაცია ავრცელებს.