გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ნათია თურნავა: შიდა ქართლის რეგიონი თითქმის სრულად გაზიფიცირებულია

14-11-2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ დღეს შიდა ქართლში გაზიფიცირების კუთხით ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა. ნათია თურნავა იქ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს დირექტორ, აზერ მამმადოვთან და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურ დირექტორ, ჯაბა ხმალაძესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში მოსახლეობას შეხვდნენ და მათთან ერთად ოჯახებში ბუნებრივი აირის პირველად ანთების ტრადიციულ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს.

 

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ნათია თურნავას განცხადებით, დღეისთვის შიდა ქართლის რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

 

„ჩვენ დღეს სოფელ მოხისში, რამაზ სოიტაშვილის ოჯახში ვიმყოფებით და ვიზიარებთ მათ სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ გაზი ჩავურთეთ, მთელი სოფელი უკვე გაზიფიცირებულია. სახელმწიფო გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მეშვეობით და კომპანია „სოკარი“ გაზიფიცირების ძალიან ინტენსიურ პროგრამას ვახორციელებთ - შიდა ქართლის რეგიონი თითქმის დაფარულია, ბუნებრივი აირი 129 სოფელშია შეყვანილი, ახლა სამუშაოები კიდევ 15 სოფელში მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

 

შიდა ქართლში 2013 წლიდან დღემდე გაზიფიცირებულია 4 მუნიციპალიტეტი, 129 სოფელი, 28,213 აბონენტი. დღეისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში: კოდავარდისუბანი, ზემო შაქშაქეთსა და დოღლაურში მიმდინარეობს გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები. ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის 7 სოფლისთვის (ქემფერი, ცოცხნარა, ოძისი, ცივწყარო, ცედანი, წაბლოვანა, ქვემო აძვისი) გამოცხადებულია ტენდერი და დაიწყება გაზიფიცირების სამუშაოები.

 

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე განმავლობაში გაზიფიცირების პროცესი საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთლიანად, საქართველოს 84%-ია გაზიფიცირებული.

 

„მთლიანად საქართველოს 84% გაზიფიცირებულია, ქვეყნიის მასშტაბით 1.100 000 საყოფაცხოვრებო აბონენტზე მეტი გვყავს - ესაა ჩვენი მოსახლეობა, ოჯახები, სადაც გაზი შევიყვანეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.