გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

Geo Mandarini: მუმბაის გამოფენის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს ბევრი ტურისტი გვეყოლება ინდოეთიდან

5-02-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.


საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45-მდე კერძო კომპანია მონაწილეობდა. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია Geo Mandarini-ის წარმომადგენელი ქეთი ძებისაშვილი.


„ძალიან ვეჭვობდით სანამ წამოვიდოდით ამ გამოფენაზე, რომ არ იქნებოდა გამოხმაურება და ინტერესი საქართველოს მიმართ, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესია, ბევრს აინტერესებს MICE მიმართულება. რაც შეეხება გამოხმაურებას, ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე დავამყარეთ კონტაქტი, გამოგვიგზავნეს მოთხოვნაც და შესაბამისად გამოფენის შემდეგ დიდი იმედი გვაქვს თანამშრომლობა შედგება და ინდურ ბაზარზე შევალთ, ინდური ბაზარიც შემოვა და ბევრი ტურისტი გვეყოლება ინდოეთიდან“, - განაცხადა ქეთი ძებისაშვილმა.


OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია.


ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაცია ავრცელებს.