გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ანა გომეში: ქმედებები, რასაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ ჰქონდა ადგილი, საქართველოს იმიჯს ლახავს

14-11-2018

საქართველოში პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეტევა და შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა გომეშმა ევროპარლამენტში დებატების დროს განაცხადა.


მისი თქმით, მსგავსი ფაქტები საქართველოს იმიჯს ლახავს.


„ჩვენ მონიტორინგს ვუწევდით ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს და ვნახეთ პოზიტიური ნაბიჯები. აუცილებელია, ადამიანებმა აიღონ პასუხისმგებლობა და სიძულვილი არ დათესონ. მაგალითად, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ იყო შეურაცხმყოფელი, მიზოგინური გამონათქვამები და შეტევას. ეს სამარცხვინოა საქართველოს იმიჯისთვის“, – განაცხადა ანა გომეშმა.