გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, რომ ქართული ღვინის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს

6-02-2025

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.


2024 წელს, 28 სახელმწიფო და 376 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა.


სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს,  შემოწმებული  28 კომპანიის  154 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 6 კომპანიის 34 ნიმუშში.


საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 83 კომპანიაში; აღებული 1 927 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 16  კომპანიის  37 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „Bureau Veritas“ და შპს „SGS“ მიერ  შემოწმებულ 74 კომპანიაში აღებული 459 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 11 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი  სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.


შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან  დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.


ამასთან ერთად, ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ ჩატარდა 284 დეგუსტაცია.  შემოსული 13 006 ნიმუშიდან  12 383 ნიმუში შეფასდა დადებითად და 623 ნიმუში - უარყოფითად.


2025 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.