გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ზუგდიდში ახალაია, კოდუა, ქარდავასა და უბირიას გამოსახულებით პლაკატები გამოჩნდა, წარწერით “ნუ დააბრუნებ მწამებლებს”

14-11-2018

ზუგდიდის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მაღალი რანგის ყოფილი ჩინოვნიკებია გამოსახული, წარწერით “ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, “ვა ღოლა” (არ ქნა).

 

ფოტოზე გამოსახულები არიან როლანდ ახალაია, რომელსაც 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე.

 

კოხტა კოდუა, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო, იგი ე.წ კასრების საქმეშია ბრალდებული.

 

მეგიზ ქარდავა, მრავალ საქმეში ბრალდებული, მათ შორის ე.წ ციხის ბუნტის.

 

თემურ უბირია ე.წ კსტილებიანი მამაკაცი, რომელიც კასრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელსაც გამოძიება წამებისა და სექსუალური ძალადობაში ადანაშაულებს.