გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

შალვა პაპუაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია

6-02-2025

ეს ნიშნავს იმას, რაც აქამდე ისედაც გულში ედოთ და საჯაროდ არ ამბობდნენ ხოლმე - სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებას, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაცავად, ზეწოლა უნდა მოახდინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე.


პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ხარ და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებია პრიორიტეტი, ეს უკვე მოღალატეობრივი პოზიციაა.


„რაიმე ცუდი კი არ არის აშშ-ის რაიმე ინტერესში, მაგრამ ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი. როდესაც ამბობ, რომ მე ვარ ქართველი და ვარ ქართველი პოლიტიკოსი და ამბობ, რომ სხვა ქვეყნის ინტერესები არის პრიორიტეტი, ეს უკვე თავშივე არის მოღალატეობრივი პოზიცია. ანუ, შეგიძლიათ პირდაპირ აიღოთ „ლელოს“ წინასაარჩევნო პროგრამა, თუ ჰქონდა რამე, გადახაზოთ ყველაფერი და დააწეროთ: „ჩვენი ამოცანა იქნება სხვა ქვეყნის ინტერესების განუხრელი დაცვა საქართველოში“ - აი, ეს არის მათი ამოცანა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.