გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ალექსანდრე წულაძე: საქართველოსა და ყაზახეთს შორის გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას

6-02-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც უმაღლესი განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით ქვეყნებს შორის კავშირების გაფართოებას ითვალისწინებს.

 

დოკუმენტს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა საიასატ ნურბეკმა მოაწერეს.

 

ალექსანდრე წულაძე:  "ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

 

სწორედ ამ მიზნით გავაფორმეთ დღეს საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი.

 

აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების, კვლევების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

ჩვენი მიზანია, ქართველ სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ჩაერთონ გაცვლით პროგრამებში, მიიღონ განათლება და გაიარონ სტაჟირება ყაზახეთის უნივერსიტეტებში და, პირიქით, ჩვენ მივიღოთ ყაზახი სტუდენტები საქართველოში".