ორშაბათი, აპრილი 28, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
თამარ კორძაია: პოლიტიკიდან მივდივარ!

7-02-2025

თამარ კორძაია პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. კორძაიას თქმით, გადაწყვეტილება რთულია და იცის, რომ არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, თუმცა გასაგებია.


ამასთან, მისი განცხადებით, რჩება აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად.


"მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ - მივდივარ პოლიტიკიდან.


2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი. ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ - არა. მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა.


მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია.


ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებროლ ადამიანად", - წერს კორძაია "ფეისბუქზე".


თამარ კორძაია 2024 წლის 26 ოქტობრის საპარლამენტო არჩევნებზე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" სიით იყრიდა კენჭს.


ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 მანდატი მოიპოვა. თამარ კორძაიას, ისევე როგორც გაერთიანების დანარჩენ წევრებს, პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო მანდატი შეუწყდათ.


ipn.ge