გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

ირაკლი კობახიძე: ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება

10-02-2025

პოლიტიკოსობა ადვილი არ არის, მით უმეტეს საქართველოში, იმიტომ, რომ ბევრი საკითხი გვაქვს, ბევრი გამოწვევა გვაქვს ირგვლივ, სხვადასხვა ტიპის საფრთხე ქვეყნის შიგნით და გარეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში განაცხადა.


ირაკლი კობახიძის თქმით, როცა ხარ პოლიტიკოსი, მაღალ თანამდებობას იკავებ, გაქვს განცდა, რომ გაქვს ერთგვარი ძალა, პოზიტიურად იმოქმედო ქვეყნის განვითარებაზე.


"ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ამ ქვეყანაში და როცა გვახსენდება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ამ ქვეყანაში უკრაინული სცენარის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ეს იწვევს კმაყოფილების განცდას.


ეს არის ერთგვარი კომპენსაცია იმ სირთულეებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობასთან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.