გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები

11-02-2025

დღეს დაიწყო გლობალური მთავრობათა სამიტი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მონაწილეობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისა და პოზიციონირებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, დაგეგმილია შეხვედრები, როგორც მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან.


„ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი რანგის შეხვედრები, ერთის მხრივ მასპინძელი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და გამყარებაზე, ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ამასთანავე, შეხვედრები შედგება ადგილობრივი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელობასთან და მათთან ვისაუბრებთ ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სიტყვით მიმართოს გლობალურ ლიდერებს და მათ წარუდგინოს ჩვენი ქვეყნის შედეგები, მეორეს მხრივ კი მათ გააცნოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემო", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.