გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მამუკა ბახტაძე: სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებულ ბინძურ კამპანიას ევროპარლამენტარებმა სამარცხვინო უწოდეს

14-11-2018

„ევროპარლამენტარებმა სამარცხვინო უწოდეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებულ ბინძურ კამპანიას და გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია,“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპარლამენტარების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ქართველი ხალხი აირჩევს პროგრესს და ევროპულ მომავალს.

 

„ევროპარლამენტში მკაფიოდ ითქვა, რომ საქართველოს, როგორც ევროინტეგრაციის კუთხით მოწინავე ქვეყანას, ევროკავშირმა კიდევ უფრო მეტი, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს ეკონომიკას შთამბეჭდავი უწოდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას და საქართველოს ეკონომიკის მზარდ ტენდენციას.

 

საქართველოსადმი ამ მხარდამჭერი პოზიციების გამოხატვის პარალელურად, სამარცხვინოდ შეფასდა პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ წარმოებული ბინძური და შეურაცხმყოფელი კამპანია. ამავდროულად, ევროპარლამენტარებმა, საქართველოს გულშემატკივრებმა და ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა გაგვაფრთხილეს, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია.

 

რა თქმა უნდა, მწამს ქართველი ხალხის და დარწმუნებული ვარ, არ იქნება დაშვებული ქვეყნის პრეზიდენტად საბჭოთა დიპლომატის არჩევა. ვაშაძის კანდიდატად წარდგენა სააკაშვილის მხრიდან რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.