გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ გორდულაძე ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმაზე: ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, რომ პოლიტიკური ქულები დაიწერონ

11-02-2025

ნებისმიერი სახით ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს წარმოადგენს სამართალდარღვევას და შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა იყოს დადგენილი, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომლის თქმითაც, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს.


არჩილ გორდულაძის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, ათას მავნე უბედურებას იგონებენ და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ


„ამავდროულად, ნებისმიერ გონიერ ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ დაფიქრდეს - თავდასხმა ამ კონკრეტულ ადამიანზე ვის აძლევდა ხელს- „ქართულ ოცნებას“ თუ იმ ძალებს, რომლებიც ადამიანური ტრაგედიების საკუთარი მიზნების გამოყენებაში არიან არაერთგზის მხილებული. ვისაც აწყობს და ვისაც შეუძლია ამ ყველაფრით ხელი მოითბოს არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვის ტრაგედიებს იყენებენ, მათ შორის, გარდაცვლილ ადამიანებს, გარდაცვლილ არასრულწლოვანებს, საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის ხშირად ახდენენ ყველაფრის ტირაჟირებას, ათას მავნე უბედურებას იგონებენ ხოლმე და ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.