გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

პრემიერი: გვინდა, რომ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ყველაფერი გაკეთდება მთავრობის მხრიდან იმისთვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით

12-02-2025

ჩვენ გვინდა, რომ საბოლოო ჯამში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, თუნდაც, სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით.


ამისათვის არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი არის სწორ პოლიტიკაზე დამოკიდებული, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.


მთავრობის მეთაური გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსს", რომლის თანახმად, 2024 წელს, საქართველო კვლავ ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და კორუფციის სიმცირით წელსაც პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანამ მაქსიმალური პროგრესი განიცადოს.


„ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად განიცადოს ქვეყანამ პროგრესი ამ მიმართულებით. მაგალითად, მთავრობის შემთხვევაში თქვენ იცით, რომ ყველა განკარგულება, ყველა სამართლებრივი აქტი, რომელსაც იღებს მთავრობა არის გამჭვირვალე და დღემდე ათასობით ჩვენი აქტი გასაჯაროვდა ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით და არცერთ აქტთან დაკავშირებით არავითარი პრეტენზია არ არსებობს. მე, რა თქმა უნდა, ვურჩევდი ყველა საჯარო ინსტიტუტს, რომ მიბაძონ საქართველოს მთავრობას, იყვნენ პროაქტიულები, იყვნენ გამჭვირვალე." - წერს პრემიერ-მინისტრი.


2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიის რეგიონში ლიდერობს.