გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი ქობულია: საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს

14-11-2018

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს სრულად ასრულებს.

 

ეს განცხადება მან ევროპარლამენტარების შეფასებებთან დაკავშირებით გააკეთა.

 

მანვე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროში საქართველომ ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო.

 

 

„საქართველო ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს. ეს არის ის, რაც გაჟღერდა ევროპარლამენტში გუშინ და დღეს. ეს არის კარგად შემოწმებული და აბსოლუტური სიმართლე. მე ვთვლი, რომ ის განცხადებები, კომენტარები რომლებიც გაჟღერდა გუშინ და დღეს, ის პოზიტივი, რომელიც ჩვენ დავინახეთ ევროპარლამენტში, ეს არის საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ეს არის დიდი აღიარება ჩვენი ქვეყნის, რეფორმების თვალსაზრისით, განვითარების თვალსაზრისით, იმ პროგრესისა, რომელსაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ.

 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ბევრად დიდი მომავალი და  დიდი პოტენციალი გვაქვს წინ. აქ ძირითადად ლაპარაკია რამდენიმე სფეროზე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე, სასამართლო სისტემის განვითარებაზე და ასე შემდე, მაგრამ მე გამოყოფდი მაინც ეკონომიკის სფეროს.

 

ეკონომიკის სფეროში ჩვენ მივიღეთ ძალიან დიდი მხარდაჭერა იმ რეფორმების თვალსაზრისით, რომლებიც ჩვენ განვახორციელეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ეს ძალიან რთული რეფორმებია და პრაქტიკულად ჩვენ ვართ სამაგალითო ქვეყანა ამ თვალსაზრისით. რას გვაძლევს ეს ჩვენ? - ძალიან დიდ პოტენციალს  ევროკავშირის ბაზართან ბევრად უფრო მეტი ინტეგრაციის. ეს აძლევს ჩვენს კომპანიებს საშუალებას, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად შევიდნენ ევროკავშირის ძალიან დიდ ბაზარზე  და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს აძლევს ევროპელ ინვესტორებს იმ განცდას, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომლიც ევროპასთან არის ისე დაახლოებული,  რომ ინვესტორი შეიძლება შემოვიდეს საქართველოში და თავი იგრძნოს კომფორტულად. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების თვალსაზრისით, ჩვენი საკანონდებლო ბაზის თვალსაზრისით და აშ. ჩვენ ეს გვიხსნის კიდევ უფრო მეტად ხელს იმისთვის, რომ ვემუშაოთ ინვესტორებს, შემოვიყვანოთ ისისნი საქართველოში და ჩვენ ეკონომიკა განვავითაროთ მომავალში.

 

კორუფციასთან დაკავშირებით რაც წავიკითხე გზავნილები ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველო ბევრად უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც კი კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით,” - განაცხადა გიორგი ქობულიამ.