გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728 

საერთაშორისო გამოფენის „FRUIT LOGISTICA 2025“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართული ლურჯი მოცვის ექსპორტის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს

12-02-2025

კენკრის მწარმოებელი კომპანიის „Wonderland Farmers“ წარმადგენლებთან შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი შოთა ცუკოშვილი და მოცვის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, - ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.


„სოფლის განვითარების სააგენტო ფერმერებსა და მეწარმეებს მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე, როგორც ქართული ხარისხიანი აგროსასურსათო პროდუქციის წარმოების, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. სწორედ ამ მხარდაჭერის შედეგია ქართული მოცვის წარმოებისა და ექსპორტის მზარდი დინამიკა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილმა.


საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის შოთა ცუკოშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობა იყო ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიებისათვის, რადგან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა შემსყიდველებთან, სადაც 2025 წლის მოსავლის რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელეს.


სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში „FRUIT LOGISTICA 2025“ 8 ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 6 მოცვის მწარმოებელია.